სტატიები

208
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
ნინო თარხნიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მასალა, რომელიც მიმდინარე წელს დაიწერა, სწორედ ქალებისთვის აქტუალურ თემას - პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით შანტაჟს შეეხება.
თარიღი:
ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან“ პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 23 დეკემბერს მეწარმე ქალებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი პროდუქცია თბილისში, დიღომში მდებარე „გუდვილთან“, სპეციალურად მოწყობილ ბაზრობაზე წარედგინათ.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და მათ გაძლიერებას აგრძელებს.
თარიღი:
სოფიო აბულაშვილი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსია - უწყების, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში უსაფრთხო, არაძალადობრივი და თანასწორი გარემოს შექმნას.
თარიღი:
გოგოების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მათთვის ცოდნის გაზიარება და შესაბამისი უნარების გამომუშავების ხელშეწყობაა. ამ მიზანს ემსახურებოდა ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
თარიღი:
23 ივლისს ახმეტაში მდებარე ცენტრის მუშაობას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ევა ატერნოვ ფრიზელიც გაეცნო.
თარიღი:
საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სერვისების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი გამოწვევაა.
თარიღი:
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ეკონომიკაში გენდერის როლზე ცნობიერების ამაღლებას უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. მით უფრო, რომ დღესდღეობით ქალები როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, სამუშაო ძალაში მონაწილეობის, სახელფასო სხვაობის, რესურსებზე ხელმისაწვდომობის, აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომისა თუ სხვა გამოწვევების სახით არაერთ ბარიერს აწყდებიან.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, იურიდიული დახმარების სამსახურში სპეციალიზებული ადვოკატები შესაბამის გადამზადებას გაივლიან. სპეციალური, ინტენსიური კურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საადვოკატო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებასა და ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვას.
თარიღი:
გლობალური პრაქტიკა ადასტურებს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის პროცესში დამსაქმებლების მკაფიო პოლიტიკას, რომელიც მსხვერპლისა თუ ძალადობაგამოვლილი ადამიანების ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.
თარიღი:
გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ხელისუფლების, არასამთავრობო თუ დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნესის ჩართულობას მოითხოვს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს განათლების სისტემაში გენდერის მეინსტრიმინგის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან.
თარიღი:
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4 ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს.
თარიღი:
რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს რეპორტიორმა, ეკა ქევანიშვილმა, რომელიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ წლებია მუშაობს, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტატიის წერისას მთავარი აქცენტი სწორედ სახელმწიფო სერვისებზე გააკეთა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის საელჩოებთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ესტუმრა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორი, საქართველოს რაგბის კავშირი იქცა პირველ სპორტულ გაერთიანებად ქვეყანაში, რომელმაც ეს დოკუმენტი ოფიციალურად მიიღო.
თარიღი:
ანა ფაჩუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, უწყებამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
თარიღი:
საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესი 2022 წლის 9 ნოემბერს დაამტკიცა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
თარიღი:
ახალი სივრცე თბილისში 27 ოქტომბერს გაიხსნა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. იგი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს მოემსახურება.
თარიღი:
21-22 ოქტომბერს 160 მეწარმე ქალს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან საშუალება ჰქონდა, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სტუმრებისთვის საკუთარი ნაწარმი წარედგინა, ადგილზევე გაეყიდა და მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები დაემყარებინა.