173
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
დოკუმენტი აფასებს საქართველოს პროგრესს EPIC-ის კრიტერიუმების შესრულების კუთხით და წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირებასა და თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფას.
თარიღი:
პუბლიკაციაში აღწერილია, თუ რა ნაბიჯებს დგამენ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი კომპანიები ქალთა გაძლიერებისთვის, კონკრეტულად კი ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად.
თარიღი:
კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის კუთხით არსებული მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებას. იგი დაინტერესებული მხარეების პერსპექტივების გათვალისწინებით, პრობლემის აღმოფხვრის გზებსაც გვთავაზობს.
თარიღი:
სახელმძღვანელოს „ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო ადგილები — სახელმძღვანელო კერძო სექტორისთვის“ მიზანია, ბიზნესსექტორს დაეხმაროს, რათა მათ სამუშაო ადგილებზე დანერგონ ზრუნვის მხარდამჭერი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, ამასთანავე, ხელი შეუწყონ თანამშრომელთა გაძლიერებას, ბიზნესის მდგრადობასა და ლიდერობას.
თარიღი:
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები, თემის ლიდერი ქალები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ფაქტორია.
თარიღი:
კვლევა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კანდიდატი ქალების გამოცდილებას სწავლობს და როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მეთოდებს იყენებს. ის ნათლად წარმოაჩენს პოლიტიკური ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობის სიხშირეს, ფორმებსა და შედეგებს.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქმიანობასა და ძირითად მიღწევებს. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ.
თარიღი:
პუბლიკაციაში თავმოყრილი ისტორიული მასალები გვიყვება იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ქართველმა ქალებმა შეასრულეს ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ წინსვლაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საგანმანათლებლო საქმიანობა, ქალთა უფლებები და თანასწორობა.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებს და თანაბარი ანაზღაურების კუთხით, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას. მასში ასევე წარმოდგენილია ის ნაბიჯები, რომლებიც სასურველია, საქართველომ ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად გადადგას.
თარიღი:
დოკუმენტი „გენდერი, კლიმატის ცვლილება და კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში: პოლიტიკის ანალიზი და რეკომენდაციები“ წარმოადგენს საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის გენდერულად მგრძნობიარე ანალიზს.
თარიღი:
საქართველოში გენდერისა და გარემოს ურთიერთკავშირის შესახებ მონაცემების გაუმჯობესების გზამკვლევის მიზანია ქვეყანაში გენდერისა და გარემოს სტატისტიკის წარმოებისა და გამოყენების გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფების რისკის მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებას.
თარიღი:
დოკუმენტი მომზადდა ინვესტორთა საბჭოსთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობითა და ამავე ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით. ის ასახავს არსებულ გამოწვევებსა თუ მიღებულ გამოცდილებას და შეისწავლის საქართველოში გენდერული ასპექტების გათვალისწინებით ინვესტირების მზარდ შესაძლებლობებს.
თარიღი:
წინამდებარე სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მომზადდა და მიზნად ისახავს კერძო სექტორის ლიდერებისა და ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის (HR/ HC/P&C) სპეციალისტებისთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ინსტრუმენტების გაზიარებას.
თარიღი:
კვლევა ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის კვლევას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2022 წელს, ევროკავშირისა და პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია” II ფაზის მხარდაჭერით ჩაატარეს.
თარიღი:
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ პრაქტიკულად დანერგონ გენდერული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში.
თარიღი:
კვლევა „ქალთა კლიმატმედეგობის გაძლიერება სოფლის მეურნეობასა და ბიზნესში: კლიმატმედეგი, კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის კვლევა საქართველოში“ აანალიზებს კლიმატის ცვლილების განსხვავებულ ზეგავლენას საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერ ქალებსა და მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მეწარმე ქალებზე.
თარიღი:
კვლევის მიზანია საქართველოში კატასტროფების რისკის დაფინანსების გენდერული პერსპექტივიდან შეფასება, არსებული სტრუქტურული ხარვეზებისა და ქალთა კლიმატური მედეგობის მისაღწევად შესაძლებლობების გამოვლენა.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს პარტნიორთა მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელების მასშტაბებს, ფორმებსა და გამომწვევ ფაქტორებს საქართველოში და მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების ხელშეწყობას.
თარიღი:
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მხარჯავი დაწესებულებების მხარდაჭერას იმ სახელმწიფო პროგრამებისა და ქვეპროგრამების იდენტიფიცირებაში, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებს ითვალისწინებს. მეთოდოლოგია უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გამოვლენას, ბიუჯეტში მათი წილის გამოთვლას და შედეგების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
თარიღი:
პუბლიკაცია მომზადდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ და გენდერის ადგილობრივი კონსულტანტის ლიკა ჯალაღანიას ჩართულობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.