გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს ქვეყნის საკოორდინაციო სისტემის ფარგლებში აწარმოებს თავის საქმიანობას. იგი უძღვება და კოორდინაციას უწევს გაეროს ქვეყნის გუნდის მუშაობას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროებში და თავმჯდომარეობს მრავალი დაინტერესებული მხარისგან შემდგარ გენდერის თემატურ ჯგუფს.
კოორდინაცია გაეროს სისტემის ფარგლებში
სისტემის სხვადასხვა ნაწილის ერთად მოქმედების შემთხვევაში მწირი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. გაეროს სისტემაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას მინიჭებული აქვს მანდატი - უხელმძღვანელოს, ხელი შეუწყოს და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქალთა უფლებებისა და მათთვის არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზებისკენ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა გაეროს სისტემის ყველა შემადგენელ კომპონენტს, მათი მანდატების ფარგლებში ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, ქალთა შესაძლებლობების გაზრდას და უზრუნველყონ ქაღალდზე არსებული ვალდებულებების რეალურ წარმატებად ქცევა.
ამ თვალსაზრისით გაეროს ქალთა ორგანიზაცია დახმარებას უწევს გაეროს ეფექტიანი ქმედების გაძლიერებას გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ შესაძლებლობების განვითარებას, რათა გენდერული თანასწორობის მიღწევას ცენტრალური ადგილი დაეთმოს პროგრამებსა და სხვადასხვა პოლიტიკაში, ადვოკატირებას ვუწევთ უფრო მეტი რესურსების გამოყოფას, ვხელმძღვანელობთ და ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს განვითარების სფეროში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას ქალებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და წამყვანი როლი გვაკისრია გაეროს სისტემაში ქალების მდგომარეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.
უახლესი ამბები
Featured video
In a message, UN Women's Executive Director underlines the importance of gender mainstreaming at the country level, bolstered by the new Standard Operating Procedures for Delivering as One. She praises this UN model as a way to achieve tangible results for men and women, also building on UN Women’s system-wide role to promote coordinated action on gender equality and women’s empowerment – core aspects of the post-2015 global development agenda.