გამოყენების პირობები

განცხადება პასუხისმგებლობაზე უარის თქმის შესახებ | იმუნიტეტის დაცვა | ზოგადი დებულებები

ამ ვებგვერდის გამოყენება ეფუძნება შეთანხმებას შემდეგი პირობებით:

  1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აწარმოებს ამ  ვებგვერდს (შემდგომში „ვებგვერდი“) ნიშნად პატივისცემისა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც შეიძლება გაუჩნდეთ ვებგვერდზე შესვლის სურვილი (შემდგომში „მომხმარებლები“). აქ განთავსებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ მასთან გაცნობის მიზანს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მომხმარებლებს აძლევს ნებართვას, ეწვიონ ვებგვერდს, ჩამოტვირთონ და გადაიღონ მასზე განთავსებული ინფორმაციის, დოკუმენტებისა და მასალების (შემდგომში ერთობლივად „მასალები“) ასლები მომხმარებლის მიერ პირადი, არაკომერციული გამოყენების მიზნით; ამავე დროს, მომხმარებლებს არა აქვთ უფლება, გაყიდონ ან გაავრცელონ ეს მასალები ან ამოკრიბონ ინფორმაცია თუ შექმნან მასალების საფუძველზე სახეცვლილი დოკუმენტები. მასალის გამოყენების ნებართვა მომხმარებლებს ეძლევათ ქვემოთ ჩამოყალიბებული პირობების საფუძველზე, ასევე უფრო კონკრეტული შეზღუდვების საფუძველზე, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ვებგვერდზე განთავსებულ რომელიმე კონკრეტულ მასალას.
  2. ვებგვერდის ადმინისტრირებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ახორციელებს. გაეროს მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული მთელი მასალა წინამდებარე პირობებს ექვემდებარება.
  3. თუ გარკვევით სხვა რამ არ იქნება მითითებული, ამ ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში მოცემული ფაქტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ თანამშრომლების და გაეროს სამდივნოს კონსულტანტებისა და მრჩევლების მიერ წარმოდგენილ ფაქტებს, განმარტებებსა და დასკვნებს, რომელთაც მოამზადეს მასალა და ყოველთვის შეიძლება არ გამოხატავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი წევრი სახელმწიფოების შეხედულებებს.

განცხადება პასუხისმგებლობაზე უარის თქმის შესახებ

ამ ვებგვერდზე განთავსებული მასალები წარმოდგენილია ნებისმიერი სახის, აშკარა თუ ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ იძლევა გარანტიას რომელიმე მასალის სიზუსტესთან თუ სისრულესთან დაკავშირებით. გაერო პერიოდულად, შეტყობინების გარეშე ავრცობს, ცვლის, აუმჯობესებს ან აახლებს ვებგვერდზე განთავსებულ მასალებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არცერთ გარემოებაში არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე განცდილ ზიანზე, ვალდებულებასა თუ ხარჯზე, რომელიც, იმ პირების განცხადებით, ვინც ისინი განიცადა, გამომდინარეობს ამ ვებგვერდის გამოყენებიდან, მათ შორის, შეუზღუდავად, ვებგვერდის რაიმე ხარვეზიდან, შეცდომიდან, წყვეტიდან თუ შეფერხებიდან. ამ ვებგვერდის გამოყენება მხოლოდ მომხმარებლის რისკით ხდება. არანაირ გარემოებებში, მათ შორის, შეუზღუდავად, დაუდევრობის გამო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ან მასთან დაკავშირებული უწყებები არ იქნებიან პასუხისმგებელნი რაიმე პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ თუ გამომდინარე ზიანზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაეროს შეატყობინეს ამგვარი ზიანის დადგომის შესაძლებლობა.

მომხმარებელი საგანგებოდ ათვითცნობიერებს და თანხმდება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი რომელიმე მომხმარებლის რაიმე ქცევაზე.

ვებგვერდზე შეიძლება მოცემული იყოს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული რჩევები, მოსაზრებები და განცხადებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ადასტურებს და არ ამტკიცებს ინფორმაციის რომელიმე წყაროს, ამ ვებგვერდის რომელიმე მომხმარებლის ან რომელიმე სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ მიწოდებული რჩევების, მოსაზრებების, განცხადებებისა თუ სხვა ინფორმაციის სიზუსტესა თუ სანდოობას. აღნიშნულ რჩევებს, მოსაზრებებსა თუ განცხადებებს ან სხვა ინფორმაციას მომხმარებელი ასევე მხოლოდ საკუთარი რისკით დაეყრდნობა. არც გაერო, არც მასთან დაკავშირებული უწყებები და არც მათი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ინფორმაციის და ინტერნეტ-ინფორმაციის მიმწოდებლები არ იქნებიან პასუხისმგებელნი რომელიმე მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის უზუსტობაზე, შეცდომაზე, წყვეტაზე, ამოღებაზე, ნაკლოვანებაზე, შეცვლაზე ან გამოყენებაზე, ან მის დროულობაზე თუ სისრულეზე და მათ არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა  ვებგვერდის მუშაობაზე, კომპიუტერულ ვირუსზე ან საკომუნიკაციო ხაზის შეფერხებაზე, მიუხედავად მიზეზისა, ან ზემოხსენებულიდან გამომდინარე რაიმე ზიანისა.

ამ ვებგვერდის გამოყენების პირობის სახით მომხმარებელი თანახმაა, გაანთავისუფლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული უწყებები პასუხისმგებლობისგან ნებისმიერ სასამართლო საქმესთან, სარჩელთან, ზიანთან, ვალდებულებებთან და ხარჯებთან (მათ შორის იურისტების მისაღებ ჰონორარებთან) დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეული იქნება მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდის გამოყენებით, მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერი პრეტენზიებისგან ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც, სიმართლის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ წინამდებარე პირობების დარღვევა იქნებოდა. თუ მომხმარებელი არ არის კმაყოფილი ამ ვებგვერდზე განთავსებული რომელიმე მასალით ან მისი გამოყენების რომელიმე პირობით, ერთადერთი და ექსკლუზიური საშუალება, რომლითაც მომხმარებელს ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, აამ ვებგვერდის გამოყენების შეწყვეტაა.

ვებგვერდზე შესაძლებელია იყოს ბმულები და მითითებები მესამე პირების ვებგვერდებზე. ვებგვერდები, რომლებზე გადასვლაც ბმულების საშუალებით შეიძლება, არ კონტროლდება გაეროს მიერ და გაერო არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსზე ან თავად ასეთ ვებგვერდებზე მოცემულ ბმულებზე. აღნიშნულ ბმულებს გაერო მხოლოდ მოხერხებულობის მიზნით ათავსებს თავის ვებგვერდზე და ბმულის ან მითითების განთავსება არ გულისხმობს გაეროს მიერ იმ ვებგვერდების მოწონებას, რომლებზე გადასვლა ბმულების საშუალებით არის შესაძლებელი.

თუ ამ ვებგვერდზე არის ელექტრონული საინფორმაციო დაფები, ჩათები, წვდომა ელექტრონული მისამართების სიებზე ან მესიჯების გაგზავნა-მიღების თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე (კოლექტიურად „ფორუმები“), მომხმარებელი თანახმაა, გამოიყენოს ფორუმები მხოლოდ იმისთვის, რომ გააგზავნოს და მიიღოს მხოლოდ სათანადო და კონკრეტულ ფორუმთან დაკავშირებული მესიჯები და მასალები. მაგალითად (თუმცა არა მხოლოდ), მომხმარებელი თანახმაა, ფორუმის გამოყენებისას არ განახორციელოს რაიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

  1. ცილი არ დასწამოს, არ შეურაცხყოს, არ შეავიწროოს, არ დევნოს, არ დაემუქროს ან სხვაგვარად არ დაარღვიოს სხვა ადამიანების კანონით დადგენილი უფლებები (როგორიც არის პირადი ცხოვრებისა და საჯაროობის უფლებები);
  2. არ გამოაქვეყნოს, არ განათავსოს და არ გაავრცელოს რაიმე ცილისმწამებლური, სხვისი უფლებების ხელმყოფი, სალანძღავი, უხამსი, უკანონო მასალა ან ინფორმაცია;
  3. არ ატვირთოს და თან არ დაურთოს ფაილები, რომლებიც შეიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას ან სხვა მასალას, რომელიც დაცულია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონებით (ან პირადი ცხოვრებისა და საჯაროობის უფლებებით), თუ მომხმარებელი არ ფლობს ან არ აკონტროლებს მათზე უფლებებს ან არ მიუღია ყველა თანხმობა მათთან დაკავშირებით, რაც მოითხოვება კანონით;
  4. არ ატვირთოს და თან არ დაურთოს ვირუსის შემცველი ან დაზიანებული ფაილები, ან სხვა მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა ან პროგრამა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანის კომპიუტერის ოპერაციულ  სისტემას;
  5. არ წაშალოს რომელიმე ავტორზე მითითება, სამართლებრივი შეტყობინებები ან საკუთრების უფლების აღმნიშვნელი მითითებები თუ ნიშნები რომელიმე ატვირთულ ფაილში;
  6. არ გააყალბოს პროგრამული უზრუნველყოფის ან ატვირთულ ფაილში არსებული სხვა მასალის წარმომავლობა ან წყარო;
  7. არ გაუწიოს რეკლამირება და არ წამოაყენოს რაიმე საქონლისა თუ მომსახურების გაყიდვის წინადადება, არ ჩაატაროს ან არ გადაგზავნოს გამოკითხვები, კონკურსები თუ ჯაჭვური წერილები, არ ჩამოტვირთოს ფორუმის სხვა მომხმარებლის მიერ განთავსებული რაიმე ფაილი, რომელიც, როგორც მომხმარებელმა იცის, ან წესით უნდა იცოდეს, სხვაგვარად ვერ იქნებოდა კანონიერი გზით გავრცელებული.

მომხმარებელი ათვითცნობიერებს, რომ ყველა ფორუმი და სადისკუსიო ჯგუფი საჯარო და არა პირადი საკომუნიკაციო საშუალებაა. გარდა ამისა, მომხმარებელი ათვითცნობიერებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ ამტკიცებს ჩათებს, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, კონფერენციებს, ელ.ფოსტას და სხვა კომუნიკაციას მომხმარებლის მხრიდან და რომ არ იქნება მიჩნეული, რომ ამგვარი კომუნიკაცია განხილულია, შემოწმებულია ან დამტკიცებულია გაეროს მიერ. გაერო იტოვებს უფლებას, ნებისმიერი მიზეზით და შეტყობინების გარეშე, ამოიღოს ნებისმიერი მასალა მომხმარებლებისგან მიღებული ფორუმებიდან, მათ შორის ელექტრონული ფოსტიდან და ელექტრონული საინფორმაციო დაფებიდან.

იმუნიტეტის დაცვა

არაფერი ამ დოკუმენტში არ იქნება მიჩნეული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეზღუდვად ან მათზე უარის თქმად. აღნიშნული პრივილეგიები და იმუნიტეტები საგანგებოდ არის დაცული.

ზოგადი დებულებები

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, ნებისმიერი თვალსაზრისით შეცვალოს, შეზღუდოს ან გააუქმოს ვებგვერდი ან ნებისმიერი მასალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ ექნება ვალდებულება, გაითვალისწინოს რომელიმე მომხმარებლის საჭიროებები ზემოხსენებულთან დაკავშირებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, შეტყობინების გარეშე უთხრას უარი ნებისმიერ მომხმარებელს ამ ვებგვერდზე ან რომელიმე მის ნაწილზე წვდომაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულებაზე უარის თქმას არ ექნება სავალდებულო ხასიათი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უარი ჩამოყალიბდება წერილობითი სახით და ხელი მოეწერება მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.