გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკა საჯარო სამსახურში
საქართველოს საჯარო სამსახურში ქალები საკმარისად არ არიან წარმოდგენილები, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე კი გენდერული უთანასწორობა საგრძნობლად ღრმავდება. საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკისა და პრაქტიკის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია გენდერული თანასწორობის, ქალთა არსებითი მონაწილეობისა და ლიდერობის გაზრდისთვის.
საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის გზამკვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერულ მეინსტრიმინგს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვაში. აღნიშნული მოიცავს გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის არსის გააზრებას, ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზაციულ პროცესებში გენდერულად მგრძნობიარე ინდიკატორებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვას.
წარმოდგენილი გზამკვლევი საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით შემუშავდა. ინიციატივა 2024 წელს განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნორვეგიის მთავრობის მიერ.