„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება

Image
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება - ყდა

საქართველოს საჯარო სამსახურში ქალთა წარმომადგენლობა მაღალი არ არის, გენდერული უთანასწორობა კი ხელმძღვანელ პოზიციებზე საგრძნობლად იზრდება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება წარმოაჩენს ქალთა ლიდერობის დამაბრკოლებელ მიზეზებსა და შედეგებს, ასევე, გვთავაზობს ქალთა ლიდერობის ხელშეწყობისა და საჯარო სამსახურში გენდერულ მეინსტრიმინგის მხარდასაჭერად საკანონმდებლო და პოლიტიკის რეკომენდაციებს. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს, დაეხმაროს საჯარო სამსახურის ბიუროს გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისთვის საჯარო სამსახურში.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. კვლევა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, 2022-2023 წლებში ჩაატარა. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023
გვერდების რაოდენობა
133