ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2022

Image
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2022 - ყდა

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქსტატთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში განახორციელა. კვლევის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამა „ქალებისა და გოგოების ხმა მნიშვნელოვანია“. რაოდენობრივი გამოკვლევა საქსტატთან თანამშრომლობით წარიმართა, თვისებრივი კომპონენტი კი WeResearch-ის გუნდმა უზრუნველყო.

კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023