მრავალფეროვნება, თანასწორობა და ჩართულობა - პრაქტიკული სახელმძღვანელო ადამიანური რესურსების პროფესიონალებისთვის

Image
Deep Dive into Diversity, Equality and Inclusion - cover

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით უზრუნველყოს ადამიანური რესურსების ის პროფესიონალები, რომლებიც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებში მუშაობენ, დაეხმაროს მათ, შეიმუშაონ და დანერგონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროცედურები და პრაქტიკები სამუშაო ადგილებზე. ამას გარდა, სახელმძღვანელო შექმნილია იმ კორპორაციული ლიდერებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობით ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

სახელმძღვანელოში მოცემულია მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ძირითადი პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ძირითადად გენდერულ თანასწორობაზეა ორიენტირებული. ასევე, ის აერთიანებს ინსტრუმენტებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც კომპანიაში მრავალფეროვნების, ჩართულობისა და თანასწორობის პრინციპების დასანერგადაა აუცილებელი.

სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023
გვერდების რაოდენობა
103