ქალთა გაძლიერება წარმატებული ბიზნესისთვის

Image
ქალთა გაძლიერება წარმატებული ბიზნესისთვის - ყდა

გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორთან 2016 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის დიდი ნაწილი საერთაშორისო პლატფორმას — გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (Women’s Empowerment Principles - WEPs) ეფუძნება. კომპანიები, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ნერგავენ, ამ ინსტრუმენტის შესაბამისად, არაერთ ინიციატივას ახორციელებენ. მენტორობით, პროფესიული გადამზადებით, გრანტებით, სოფლად მცხოვრები ქალების დახმარებით, მეწარმეობის ხელშეწყობითა თუ სხვა პროექტებით, მათ უკეთესობისკენ უკვე 71,363 ქალის ცხოვრება შეცვალეს.

ამ ცვლილებებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინიციატივები, რომლებსაც კერძო სექტორი ქალების გაძლიერებისთვის საკუთარი ორგანიზაციების მიღმა ახორციელებს. პუბლიკაციაში აღწერილი ისტორიები ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობს ბიზნესი, რომ ქალებს ფინანსებსა და ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ტექნოლოგიებსა და სხვა მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებში ჩართულობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორ ეხმარება ის გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და დასახული მიზნების რეალობად ქცევას.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2025
გვერდების რაოდენობა
24
news
უახლესი ამბები