სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე (2018-2022)
წინამდებარე კვლევა მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქალთა მიმართ ძალადობის ისეთ ცალკეულ დანაშაულებს როგორიცაა: სსკ-ს 1511 მუხლი - ადევნება, სსკ-ს 1501 მუხლი - ქორწინების იძულება, სსკ-ს 143-ე მუხლი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა (კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, მითითებულ მუხლში იგულისხმება ქორწინების იძულების მიზნით ქალის მოტაცება).
დანაშაულების სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის შესწავლა მოხდა გენდერულ ჭრილში. კვლევა ფართომასშტაბიანია, რადგან მასში გაანალიზებულია საქართველოს საერთო სასამართლოებიდან მოწოდებული ყველა განაჩენი/განჩინება, რომლებიც მიღებულ იქნა 2018-2022 წლებში. შესაბამისად, კვლევა ზემოხსენებულ დანაშაულებთან მიმართებით (2018-2022 წლების პერიოდში) მართლმსაჯულების განხორციელების თვალსაზრისით სრულ სურათს იძლევა.
პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.