ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

Image
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში - ყდა

დოკუმენტი აღწერს საქართველოში არსებულ სიტუაციას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილისა (2023) და სხვა თემატური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და კაცებს თანაბრად მიუწვდებათ ხელი უმაღლეს განათლებაზე და ქალები უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებსაც კი აღწევენ, ეს მიღწევები ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებად ვეღარ გარდაიქმნება. ქალები მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან სამუშაო ძალაში მონაწილეობის, მენეჯერულ პოზიციებზე წარმომადგენლობის, მეწარმეობის, თანაბარი ანაზღაურების და სხვადასხვა სახის ქონებასა თუ ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2024
გვერდების რაოდენობა
6