იძულებით გადაადგილებული ქალების აღქმებისა და დამოკიდებულებების კვლევა კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, შერიგებასა და მშვიდობის მშენებლობაზე
„იძულებით გადაადგილებული ქალების აღქმებისა და დამოკიდებულებების კვლევა კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, შერიგებასა და მშვიდობის მშენებლობაზე“ წარმოადგენს პირველ კვლევას, რომელიც რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდის გამოყენებით დევნილი ქალების, მათ შორის, ახალგაზრდა დევნილი ქალების პერსპექტივებს შეისწავლის და საქართველოში კონფლიქტის ტრანსფორმაციის, მისი მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის ალტერნატიულ გზებსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს გვთავაზობს.
კვლევა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, კვლევითი ორგანიზაციის, „ანოვას“ მიერ ჩატარდა, პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.