ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს

Image
ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს - ყდა

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლიდან, სოციალური მობილიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე მუშაობს. მხარს უჭერს მათ, მუდმივად მონაწილეობდნენ ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში.

ამ კომპონენტის მეშვეობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალები მოხალისეობრივ აქტივიზმში ერთვებიან, ქმნიან თვითდახმარების ჯგუფებს, ატარებენ საჭიროებების კვლევებს და მათ თვითმმართველობასთან, მრგვალი მაგიდის შეხვედრების ფორმატით წარადგენენ, შემდეგ კი ამ პრობლემების მოგვარებაზეც ზრუნავენ.

ეს პუბლიკაცია სწორედ მათ ღვაწლზეა: ნამდვილ, შთამბეჭდავ ცვლილებებზე, რომლებმაც პროექტის პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში სოფლების ყოველდღიურობა გამოაცოცხლა, ახალი ფერებითა და იმედებით აავსო.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2024
გვერდების რაოდენობა
85
news
უახლესი ამბები