ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი 2023

Image
ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი 2023 - ყდა

ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი ეროვნულ დონეზე გენდერული თანასწორობის სტატუსის ყოვლისმომცველ ანალიზს წარმოადგენს. უახლესი თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე, ის საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პროგრესს, ტენდენციებს, გამოწვევებსა და პრიორიტეტებს აჩვენებს და მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს გენდერული თანასწორობისკენ მიმართული მიზნობრივი ინტერვენციების, პოლიტიკის რეფორმირებისა და ინსტიტუციების გაძლიერებისთვის.

პროფილი შემუშავებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის კორპორაციული სახელმძღვანელოს და პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის საფუძველზე. იგი მოიცავს გენდერული თანასწორობის შემდეგ განზომილებებს: სიღარიბე და სოციალური დაცვა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ჯანდაცვა, განათლება, ქალთა მიმართ ძალადობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კლიმატის და ბუნებრივი კატასტროფების გენდერული ასპექტები.

2023 წლის პროფილი მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2024
გვერდების რაოდენობა
176