Image

გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო ეფუძნება გენდერული თანასწორობის ევროპის ინსტიტუტის (EIGE) მიერ შემუშავებულ შესაბამის სახელმძღვანელოს Gender Equality in Academia and Reserach (GEAR) Tool და მის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს.
სახელმძღვანელო შეიცავს დეტალურ გზამკვლევს, კონკრეტულ რეკომენდაციებსა და სასარგებლო რესურსებს, რომლებიც დაეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებს გენდერული თანასწორობის გეგმების განვითარებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.