სტატიები

16
ნაპოვნი შედეგები
1 - 16 16 შედეგი
თარიღი:
უკვე 10 წელზე მეტია, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ ანაკლიაში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოციალური მობილიზაციის კომპონენტის ფარგლებში, მოხალისეთა არაერთი თაობა იზრდება.
თარიღი:
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სტუდენტების ჩართულობა სრულიად ახალ პერსპექტივებს ქმნის. ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტეგრირებას უჭერს მხარს.
თარიღი:
15 მარტიდან 15 ივლისის პერიოდში საქართველოში აცრილ მოქალაქეთა 67% ქალია, 33% კი - კაცი. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საკითხებისა და საკუთარ თემებში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც, ინიციატივებს სწორედ ქალები იჩენენ.
თარიღი:
კომპანიებმა, რომელთა კორპორაციულ კულტურაშიც ქალთა გაძლიერების პრინციპები მთავარ ღირებულებებადაა ქცეული, COVID-19-ის პირველივე ეტაპზე ისეთი საპასუხო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რომლებიც ქალების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული.
თარიღი:
რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
თარიღი:
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუატარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები.
თარიღი:
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
თარიღი:
თანასწორობის მიღწევისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღების 25 წლისთავზე გლობალური კამპანია „თანასწორობის თაობა“ წარადგინა. ინიციატივის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევის წამოწყებებში უფრო მეტი ახალგაზრდა აქტივისტისა და მომავალი ლიდერის ჩართულობაა.
თარიღი:
2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
თარიღი:
COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილე ქალები, რომლებმაც საქმიანობა სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით განავითარეს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად ინტერნეტსივრცეში, ონლაინტრენინგებზე გაერთიანდნენ.
თარიღი:
ვირუსის გავრცელების შემცირებას ყველა სოციალური დისტანცირებითა და იზოლაციით ცდილობს, ამიტომ გვსურს, ის საუკეთესო შესაძლებლობები გაგიზიაროთ, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას როგორც თქვენს სახლებში, ისე მსოფლიოში. თანაც, უსაფრთხოდ: სახლიდან გაუსვლელად, დივანზე ჯდომით.
თარიღი:
ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და ვირუსის სოციალური შედეგები ქალებზე უკვე მძიმედ აისახა. გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ქალები არა მარტო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ისინი ავადმყოფობაზე რეაგირებაშიც უდიდეს როლს ასრულებენ.
თარიღი:
17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა და FarmApp-ის მფლობელია. მარიამი მონაწილეობდა გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გენდერული სტატისტიკის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.
თარიღი:
ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ქალებისა და კაცების თანასწორი შესაძლებლობებით უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან გრძელვადიანი ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერამ სამუშაო ადგილი ყველასთვის უკეთეს გარემოდ შეიძლება აქციოს.
თარიღი:
1 დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) და საქართველოს ახალგაზრდობის განვითარებისა და განათლების ასოციაციამ (GYDEA), საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით (GU), მსოფლიო შიდსის დღის აღსანიშნად ღონისძიება გამართა.