მე თანასწორობის თაობა ვარ: პროგრამისტი მარიამ ლომთაძე ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ

თარიღი:

I am Generation Equality 

17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელიაპროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი დატექნოლოგიური სტარტაპების - Hero-სა and FarmApp-ის მფლობელია.
17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელიაპროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი დატექნოლოგიური სტარტაპების - Hero-სა and FarmApp-ის მფლობელია.

მე თანასწორობის თაობა ვარ, რადგან...

როცა პირველად ტექნოლოგიებით დავინტერესდი, დამცინოდნენ დაამბობდნენ, რომ ეს გოგოსთვის შეუფერებელი იყო. ამ დამოკიდებულებამტექნოლოგიების მიმართ ჩემს მისწრაფებაზე გავლენა ვერ მოახდინა, თუმცაახალი ინტერესის სფერო - გენდერული თანასწორობა გამიჩინა. მას შემდეგმუდმივად ვცდილობ, რომ ეს ორი ინტერესი გენდერული უთანასწორობითგამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად გავაერთიანო.

3 რამ, რაც ბავშვთა ქორწინების შესაჩერებლად შეგიძლიათ გააკეთოთ:

  • ილაპარაკეთ! ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ ადრეული და იძულებითიქორწინების შესახებ, რათა ცნობიერება ავამაღლოთ
  • მხარი დაუჭირეთ გოგოების განათლებას, რადგან ეს ეხმარება მათსაკუთარი თავის პოვნაში, პოტენციალის რეალიზებასა დაუზრუნველყოფილი მომავლის შექმნაში
  • Icon- a girl raises her arm
    აჩვენეთ ემპათია გოგოებს, რომლებიც ადრეული ან იძულებითიქორწინების მსხვერპლები არიან და დარწმუნდით, რომ ისინი თავსმარტოდ არ გრძნობენ.

ჰაკათონი ადრეული ქორწინების წინააღმდეგ

გასული წლის ივლისში ჰაკათონში მივიღე მონაწილეობა და ჩემს გუნდთანერთად, ადრეული ქორწინებით გამოწვეულ პრობლემებზე ვიმუშავე.კონკრეტულად ამ თემაზე იმიტომ ვკონცენტრირდით, რომ მონაცემებისმიხედვით, საქართველოში შემაშფოთებლად დიდია გოგოების რიცხვი,რომლებიც 14-18 წლის ასაკში ქორწინდებიან.

სტატისტიკის მიხედვით, ხშირად ისინი სრული განათლების მიღებას ვერახერხებენ, რაც მათ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას აზიანებს. მერე კიეს ყველაფერი ოჯახში ძალადობითაც სრულდება. ჰაკათონის განმავლობაშიჩვენ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული მონაცემებისვიზუალიზაციისთვის ინოვაციური გზები წარმოვაჩინეთ.

ხმა ამოიღეთ და მხარი დაუჭირეთ!

ადრეული და იძულებით ქორწინების შესახებ საუბარი ამ პრობლემისგადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასევე, მნიშვნელოვანია,გოგოებს, რომლებიც ნაადრევად დაქორწინდნენ, ან ამ საფრთხის წინაშედგანან, ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მათძალების მოკრებაში დავეხმაროთ. თუ ისინი ნახავენ, რომ მათ გვერდით ვართ,პრობლემის გადაჭრა ბევრად გაუმარტივდებათ.

SDG color stripe

“ადრეული და იძულებით ქორწინების შესახებ საუბარი ამ პრობლემისგადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ”

SDG color stripe

პრობლემის გადაჭრაში ყველა უნდა ჩაერთოს

ხშირად, როდესაც გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებულიღონისძიებები იმართება, კაცებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდქალებს ეხება. სინამდვილე კი სულ სხვაგვარია: უთანასწორობითგამოწვეული პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას თანაბარი ხმაგვაქვს.

ცნობიერების ამაღლებაში კაცებსაც იმავე წვლილის შეტანა შეუძლიათ,როგორიც ქალებს. თუ ქალთა უფლებების დასაცავად ყველა არ ვისაუბრებთდა მოქმედებას არ დავიწყებთ, ხვალ ამ უთანასწორობის მსხვერპლიშეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, ამიტომ ილაპარაკეთ ხმამაღლა, ხმაამოიღეთ!

 

17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგილუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა დაFarmApp-ის მფლობელია. მარიამმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლისგაგრძელება 1 წლით გადადო და ახლა იგი ანდროიდის მობილურიაპლიკაციების შექმნაზე მუშაობს. მარიამი მონაწილეობდა გენდერულიმონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონში, რომელიც გაეროს ქალთაორგანიზაციის მიერ, გენდერული სტატისტიკის რეგიონული კონფერენციისფარგლებში ჩატარდა.