შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
საქართველოში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა
თარიღი: სამშაბათი, 1 დეკემბერი, 2015 წელი

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნა; ფოტო: UN Women
მსოფლიო შიდსის დღე პირველად 1988 წლის 1 დეკემბერს აღინიშნა. იგი მიზნად ისახავდა აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებას, ინფექციით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერასა და მის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას. საქართველო ამჟამად მიეკუთვნება აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს (2015 წლის მონაცემებით ქვეყანაში 5 328 დარეგისტრირებული შემთხვევაა), სადაც ინფიცირებულები 29–40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიზანი ახალგაზრდებისა და ქალებისთვის უფასო აივ ტესტირებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების მომსახურების წახალისებაა. ინიციატივა წარმოადგენს ინტეგრირებული აივ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისთვის და აივ–ის პრევენციისთვის ჩატარებული ღონისძიებების ნაწილს, რომლის მიზანი 2030 წლისთვის შიდსის სრული აღმოფხვრაა.