TechWomen Community - პლატფორმა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქალებისთვის
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქალებისა და გოგოებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას აგრძელებს. გაიგე უფრო მეტი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარის“ინიციატივის ფარგლებში, წლის განმავლობაში გამოფენა-გაყიდვებში სულ 300-მდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. გაიგე უფრო მეტი
სოცმობში ჩართული არასამთავრობოები გამოცდილებას აზიარებენ
სოციალური მობილიზაციით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში სათემო პროექტებს 2010 წლიდან ახორციელებს. გაიგე უფრო მეტი
დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალურ დონეზე დამკვიდრებულ ტრადიციას შეუერთდნენ და ღონისძიება “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” გამართეს. გაიგე უფრო მეტი
რას ფიქრობენ საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე
რამდენადაა გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი კვლევა სწორედ ამ ტენდენციებს წარმოაჩენს. გაიგე უფრო მეტი
მნიშვნელოვანი ამბები
Image
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ცვლილებებს ქალების ხმა აქვს - ცნობიერების ამაღლების კამპანია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალებისთვის ბარიერების შემცირებას ისახავდა მიზნად კამპანია „ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა 2024 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ განახორციელა. კამპანიამ, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, ნამდვილი ისტორიებით შექმნილი კონტენტი - საინტერესო ფაქტები და მონაცემები, ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების გამოცდილებები გააერთიანა. ამას გარდა, თბილისში, ყვარელში, ქუთაისსა და ბათუმში ქალთა გაძლიერების თემაზე 4 სთენდაფ შოუც ჩატარდა.

Image
Generation Equality: Realizing women’s rights for an equal future
თანასწორობის თაობა

შემოუერთდი გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანასწორობის თაობის კამპანიას, რომელიც ხელს უწყობს პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 25-ე წლისთავისთვის გენდერული თანასწორობის დაჩქარებას. ეს დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების ყველაზე პერსპექტიულ, ყოვლისმომცველ დღის წესრიგს წარმოადგენს. კამპანია მოითხოვს თანაბარ ანაზღაურებას, აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო საქმეების გადანაწილებას, ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრას,... 

Image
The signs of relationship abuse and how to help
ძალადობის ნიშნები, რომლებიც ურთიერთობების დროს ვლინდება

გლობალური მასშტაბით, ყოველი მესამე ქალი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ძირითადად ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდის. ოჯახში ძალადობა ზოგჯერ დაფარულია, თუმცა თუ ძალადობრივი ურთიერთობის ნიშნები გვეცოდინება, მაშინ მის ამოცნობასა და შესაბამის დახმარებასაც უკეთესად შევძლებთ.