არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

Image

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტი მიზნად დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სოციალურ მობილიზაციას ისახავდა.

პუბლიკაცია სოციალური მობილიზაციის კუთხით საქმიანობას აღწერს. მისი დახმარებით პროექტმა ქალთა ჯგუფების გააქტიურება, ქალთა უფლებების საკითხებზე მათი ინფორმირება, თვითდახმარების ჯგუფების შექმნა და გაძლიერება მოახერხა, რაც საბოლოოდ ამ თემების გაძლიერების საწინდარი გახდა. პროექტის ფარგლებში დაგროვილი და პუბლიკაციაში გაზიარებული პრაქტიკა მნიშვნელოვანი რესურსია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ, „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ და მიღწეული იყოს 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Resource type(s): კაზუსები
პუბლიკაციის წელი
2016
გვერდების რაოდენობა
40