პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისათვის გენდერული მეინსტრიმინგი
სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ყველა სფეროში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, გენდერული საკითხების ინტეგრაციას. მასში განხილულია გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტი და ის, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი დეცენტრალიზაციის ახალ და მიმდინარე რეფორმებს სახელმწიფო ფინანსების მართვასა და მმართველობის/ადამიანის უფლებათა სფეროებში. სახელმძღვანელო დაეხმარება საჯარო მოხელეებს მათ შესაბამის სექტორებში, როგორც შიდა (საორგანიზაციო), ასევე გარე (განვითარების) მიზნების განხორციელებაში.
სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს ყველა იმ მოხელეს, რომელიც მუშაობს პოლიტიკის, კანონების, სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებაზე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. სახელმძღვანელოს გამოყენება შესაძლებელია სექტორის დაგეგმვისა და ბიუჯეტის ფორმირების ყველა ეტაპზე მუშაობისას და, ასევე, ინსტიტუციური განვითარების მხარდასაჭერად. კერძოდ, სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს პოლიტიკის დამგეგმვასა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს, ასევე საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების სფეროების ექსპერტებს.
წინამდებარე სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ტრენინგის სახელმძღვანელო მომავალში გენდერულ საკითხთა მეინსტრიმინგთან დაკავშირებით პოტენციალის შესაქმნელად. მასში წარმოდგენილია, როგორც კონცეპტუალური, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტები სტრატეგიულ და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გენდერულ საკითხთა მეინსტრიმინგის დაწყებისა და გაგრძელებისთვის.