ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების რიცხვი იზრდება
თარიღი:
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მომსახურებების, კერძოდ თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2011 წლიდან საქართველოში 3 ასეთი თავშესაფარი მოქმედებს. მიმდინარე წლის 5 აპრილს კი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში, მეოთხე თავშესაფარი გაიხსნა.
თავშესაფრის გახსნას შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, შვედეთისა და აშშ-ს საელჩოების, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. „მას შემდეგ, რაც 2014 წელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი პრიორიტეტი გახდა, პოლიციის რეაგირება მკვეთრად გაუმჯობესდა. ჩვენ მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 40%-დან 90%-მდე გავზარდეთ, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა თითქმის 10-ჯერაა მომატებული“,- განაცხადა თავშესაფრის გახსნაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
კახეთის გარდა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები თბილისში, გორსა(შიდა ქართლის რეგიონი) და ქუთაისში(იმერეთი, დასავლეთ საქართველო) მოქმედებს. ოთხივე თავშესაფარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, სახელმწიფო ფონდისთვის გაწეული დახმარების შედეგად, შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში დაარსდა. დღეს ოთხივე თავშესაფარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ოჯახში ძალადობის ფენომენის მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და მიდგომების ცვლილებების შედეგად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავშესაფრით სარგებლობს. 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული თავშესაფრებით 155-მა ქალმა და ბავშვმა ისარგებლა, 2014 წელს - 114-მა, 2013 წელს კი - 100-მა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე ხშირად მომსახურებით 24–დან 34 წლამდე პირები(75%) სარგებლობენ.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები უსაფრთხო და კეთილმოწყობილია. ყველა მათგანში შექმნილია ბავშვთათვის და პროფესიული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი პირობები. „აქ ჩვენთვის იმხელა კომფორტია, იმხელა... იქ ჭიდან ვეზიდებოდით წყალს, არანაირი პირობა, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი იყო და ამას ემატებოდა ის ცემა და უბედურება. აქ კი, მიბრძანდით, მობრძანდით... ადამიანებად ვგრძნობთ თავს, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, მერე რა იქნება, გახვალ აქედან და რა იქნება, სად უნდა იცხოვრო. ეს არის ყველაზე საშიში ჩვენთვის. ... მაგრამ მერე, როცა დავფიქრდები ხოლმე, მაინც ვფიქრობ, რომ სადმე კიბის ქვეშ ვიცხოვრებ ჩემს შვილებთან ერთად და უკან აღარ დავბრუნდები. არა, აღარასოდეს“,- განუცხადა ერთ-ერთი თავშესაფრის ბენეფიციარმა რადიო თავისუფლებას.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ბენეფიციართა უმეტესობა თავშესაფრის შესახებ ინფორმაციას ცხელი ხაზის - 116 006 დახმარებით იღებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ფონდისთვის გაწეული დახმარების შედეგად, შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით შეიქმნა.
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრების შექმნა წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ხელს უწყობს ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებს. ძალადობის მსხვერპლთა უკეთ დაცვის შესაძლებლობას წარმოშობს და ძალადობრივი გარემოდან თავის დასაღწევად ალტერნატიულ გზას სთავაზობს“,-აღნიშნავს ომბუდსმენი.
თუმცა თავშესაფრების ტერიტორიული დაფარვის არეალისა და სხვადასხვა მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით სამუშაო კვლავაც ბევრია. მაგალითად თავშესაფრების ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და შემდგომი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით, მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის უფრო კომპლექსური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. საქართველომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბოლის კონვენცია) ხელი 2014 წელს მოაწერა. კონვენციის რატიფიცირება კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მაღალი ხარისხის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ასეთი სამართლებრივი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილია.
დაწესებულებას 12 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. იგი შშმ პირებისთვისაც ადაპტირებულია. აღსანიშნავია, რომ კახეთში ამ ტიპის და მასშტაბის მომსახურება აქამდე არ არსებობდა. თავშესაფრის ბაზაზე ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, იურიდიული და სამედიცინო მომსახურება თუ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მოხდება, რასაც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი განახორციელებს.