ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა შემუშავდა
თარიღი:
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ „ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა, გენდერული ძალადობა“ შემუშავდა. პროგრამის პრეზენტაცია 21 აპრილს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.
სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა, ბენეფიციარებთან ჯგუფურ ან ინდივიდუალურ თერაპიულ მუშაობას გულისხმობს. მოდული 18 სესიისგან შედგება. მისი ხანგრძლივობა 4-დან 6 თვემდე მერყეობს და დამოკიდებულია მომხმარებლის მახასიათებლებზე, რეციდივის რისკის დონეზე, სასჯელის ხანგრძლივობაზე, პროგრამის განვითარების გარემოსა და მასში მონაწილეთა ჩართულობის ფაქტორებზე. პროგრამის პირველ ნაწილში აქცენტირება ემოციური სფეროს მართვაზე ხდება, ხოლო მეორე ნაწილში გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმა განიხილება. პროგრამა რეციდივის პრევენციის ეტაპით სრულდება.
„აღნიშნული მოდული პრობაციის სისტემაში ძალადობრივი ქცევის მართვასა და პრევენციაზე მიმართული სტრუქტურირებული პროგრამის შექმნის პირველი მცდელობაა. მისი ბენეფიციარები იქნებიან ძალადობრივი ქცევის მართვის სირთულეების მქონე პირობით მსჯავრდებულები, რომლებიც რისკისა და საჭიროების შეფასების შედეგად შეირჩევიან. მათთვის აღნიშნული სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა სავალდებულო იქნება“, - აღნიშნა პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ტყეშელაშვილმა.
პროგრამა 2014 წლის ნოემბერში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის აღკვეთის თემაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთათვის ესპანეთში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის შედეგად შემუშავდა. მოდული ეყრდნობა მასალებს სახელმძღვანელოდან: „გენდერული ძალადობა, მოძალადეთა რეაბილიტაციის ინტერვენციული პროგრამა(PRIA) - ესპანეთი“, რომელიც პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან კონსულტაციის შედეგად შეარჩია, როგორც ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა მსოფლიოში.
პროგრამა საქართველოს მასშტაბით მას შემდეგ ამოქმედდება, რაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2016 წლის განმავლობაში გადამზადებას გაივლიან.
„სამინისტრო სისხლის სამართლის სფეროში აღსრულების ნაწილში ინდივიდუალურ მიდგომასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ეყრდნობა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მსჯავრდებულებისა და პირობით მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას, რათა რეციდივის რისკი შემცირდეს. ჩვენ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა. კერძოდ, შემუშავდა მიზნობრივი და სპეციალიზებული სარეაბილიტაციო პროგრამა მოძალადეებისთვის, რომლებაც გენდერული ნიშნით ძალადობა ჩაიდინეს. აღნიშნული პროექტი და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ.
აღნიშნული სასწავლო ტური და ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა / გაეროს ქალთა ორგანიზაცია / გაეროს მოსახლეობის ფონდი) შემუშავდა.
პროგრამა სხვადასხვა სახის გენდერული ძალადობის ქმედების შემცირებასა და აღმოფხვრას, სექსისტურ-დისკრიმინაციული ქცევების მოდიფიკაციასა და ძალადობრივი ქცევის რეციდივის პრევენციას ისახავს მიზნად. იგი იმ პირობით მსჯავრდებულებს, რომლებსაც ძალადობრივი ქმედებები ახასიათებთ, დაეხმარება, გააცნობიერონ ძალადობრივი ქცევა, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ დავებისა და კონფლიქტების ძალადობისა და აგრესიის გარეშე მართვა, ისწავლონ პარტნიორული ურთიერთობები და შეძლონ გრძნობების კონსტრუქციული გზით გამოხატვა.