Image

სახელმძღვანელო მითითებები მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების მხარდაჭერას უფრო სამართლიანი და მგრძნობიარე გაშუქების უზრუნველსაყოფად. ისინი ეფუძნება „ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის ეროვნული კოორდინატორების ქსელი პირველი კონფერენციის ანგარიშს“, ასევე, მედიის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა და რეკომენდაციებს.
სახელმძღვანელო მომზადებულია პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. სახელმძღვანელო შეიქმნა ევა ბარბონისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობით.