ზრუნვის დროა: ქალების აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა და უთანასწორობის კრიზისი საქართველოში
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, არამედ ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს.
წინამდებარე პუბლიკაციაში შეჯამებულია აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომასთან დაკავშირებული მიგნებები საქართველოში ჩატარებული დროის გამოყენების კვლევიდან და წარმოდგენილია მათ საფუძველზე შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები.
პუბლიკაცია მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით.