ქალები და სოციალური დაცვა საქართველოში

Image
ქალები და სოციალური დაცვა საქართველოში ყდა

სოციალური დაცვის სქემები და პროგრამები საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რესურსებით უზრუნველყოფის ძირითადი ინსტრუმენტებია. თუმცა, ისინი, ძირითადად, სიღარიბის შედეგების მინიმუმამდე დაყვანისკენაა მიმართული, რაც სიღარიბის შემსუბუქებასა და ბენეფიციართა უკიდურესი გაღარიბებისგან თავიდან აცილებაში გამოიხატება. სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერულად თანასწორ მიდგომას ქალებისა და კაცებისთვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტს წარმოადგენს და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებს მიმოიხილავს.

დოკუმენტი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
6