სტანდარტები, ბარიერები და ხარვეზების აღმოფხვრა: სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობისა და წვლილის გაზრდა საქართველოში

Image
Benchmarks, Barriers and Bridging the Gaps: Enhancing Women's Meaningful Participation and Contribution to Peace Processes in Georgia

კვლევა სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიან მონაწილეობასა და მათ მიერ შეტანილ წვლილს მიმოიხილავს. კვლევაში გამოყენებულია უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.

კვლევა „ეფექტიანი მონაწილეობის“ ცნებას საქართველოს მაგალითზე მიმოიხილავს და გვთავაზობს კომპლექსურ ანალიზს, თუ რატომ არიან ქალები ნაკლებად წარმოდგენილები სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდებთან და, ზოგადად, სამშვიდობო და უსაფრთხოების სფეროებში. ასევე, კვლევაში წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესის გაუმჯობესების გზები საქართველოსთვის და შემოთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი აქტორებისთვის, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, შესაძლოა, სტაგნაციური მოლაპარაკებებიდან თავის დაღწევა გახდეს შესაძლებელი და სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი მშვიდობის მიღწევას შეეწყოს ხელი.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
53