გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ოსა რეგნერისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის ალია ელ-იასირის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

თარიღი:

 გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

23-25 მაისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იმ მრავალწლიანი თანამშრომლობის გაცნობა და გაღრმავება იყო, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან სხვადასხვა მიმართულებით აკავშირებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს შეხვედნენ. მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები კიდევ ერთხელ დაადასტურეს. შალვა პაპუაშვილმა იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გადადგა და ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, ასევე, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას. ოსა რეგნერმა საქართველოსადმი შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გლობალური დისკუსიისთვისაც მნიშვნელოვანია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე   საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლების საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვდრით გაგრძელდა. შეხვედრის მიზანი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების პოლიტიკის განხორციელებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით პრეზიდენტის წვლილის ხაზგასმა იყო. „შევხვდი ოსა რეგნერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე მუშაობს. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რევაზ ჯაველიძეს ხვდებიან. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რევაზ ჯაველიძეს ხვდებიან. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ვიზიტის ფარგლებში, ოსა რეგნერი, ალია ელ-იასირი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, ასევე შეხვდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, რევაზ ჯაველიძეს. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველი და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი ნიკო თათულაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი მაკა ფერაძეც დაესწრნენ.

მხარეებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის სფეროებსა და მიმდინარე პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა კარგი მმართველობის რეფორმის პროცესში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება, ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმების მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირება, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმისა" და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის" შემუშავების პროცესში.

ოსა რეგნერისა და ალია ელ-იასირის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 25 მაისს დასრულდა.