არასრულწლოვანთა ქორწინება პანკისის ხეობაში: იმამები ნაადრევ ქორწინებებს რელიგიურად აღარ გააფორმებენ
თარიღი:
ინიციატივა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაჩნდა, როდესაც პანკისის უხუცეს ქალთა საბჭომ და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქცია გამართა. ფონდის ხელმძღვანელი და უცუხეს ქალთა საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იზა ბექაური ჰყვება, რომ აქციაზე უხუცესი კაცებიც იყვნენ მიწვეულები: „შევხვდით ახალგაზრდებს და მოვუწოდეთ, რომ უარი ეთქვათადრეულ ასაკში ქორწინებაზე. ამ კუთხით უხუცეს კაცებთან ვიმუშავეთ. მათ ეს ინიციატივა მოიწონეს და გადაწყვიტეს, თემა საყოველთაო გაეხადათ“,-ამბობს იზა ბექაური.
უხუცესი ქალების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა პანკისის ხეობაში ქალთა საკუთრების უფლების დაცვას უკავშირდება. ამ დრომდე ტრადიციული შეხედულებებით, ქალი, რომელსაც ძმა არ ჰყავდა, მშობლების ქონების მემკვიდრედ არ ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ამ თემის ადვოკატირება უხუცეს ქალთა საბჭომ დაიწყო, რამდენიმე შემთხვევა წარმატებით დასრულდა და ქალებმა ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხრის კომიტეტის (CEDAW) რეკომენდაციის გათვალისწინებით იქნა მიღებული. ამჟამად, გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა. 2017 წლის იანვრიდან კი ეს გამონაკლისიც გაუმქდება და 18 წლამდე პირთა ქორწინება კანონით სრულად აიკრძალება.
იზა ბექაურს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, პანკისის ხეობაში არსებული ტრადიციული შეხედულებები და წესებიც რეფორმირებასა და გათანამედროვებას საჭიროებს. უხუცეს ქალთა საბჭოს წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, როგორც ადგილობრივ ქალებთან, ისე - კაცებთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან. ცნობიერების შეცვლამსაზოგადოების დანარჩენ ნაწილთან მათ წარმატებულ ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან 2014 წლიდან თანამშრომლობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა / გაეროს ქალთა ორგანიზაცია / გაეროს მოსახლეობის ფონდი). თანამშრომლობა მიზნად ისახავს კაცებისა და ვაჟების ჩართულობას ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.