
აუნაზღაურებელი შრომის სატელიტური ანგარიში საქართველოში

საქართველოში დროის გამოყენების კვლევა პირველად 2020-2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ საოჯახო და ზრუნვის შრომაზე. შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯი ამ შრომის შეფასებაა, რაც აუნაზღაურებელი შრომის სატელიტური ანგარიშის აგებითაა შესაძლებელი.
წინამდებარე ანგარიში ეკონომიკის უხილავ ასპექტს - აუნაზღაურებელ საოჯახო და ზრუნვის შრომას ეხება და ამ შრომის ფულად ტერმინებში შეფასებით ეკონომიკაში ქალების მიერ შეტანილ წვლილს ნათლად წარმოაჩენს.
ანგარიში მომზადდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით.