საქართველოს პარლამენტის თემატური მომხსენებლის ანგარიში „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ“

Image
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში თემატური მომხსენებლის ინსტიტუტს - ყდა

საქართველოს პარლამენტის თემატური მომხსენებლის ანგარიში „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ“ მომზადდა თემატური მომხსენებლის, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას მიერ, 2023 წლის თებერვალში.

ანგარიშში გაანალიზებულია გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმები, საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხების დღის წესრიგის მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები. ასევე, განხილულია დევ¬ნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენის მიზნით ჩატარებული ინტერვიუების შედეგები და მითითებულია არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით კონკრეტული უწყებების მისამართით განსაზღვრული რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტის თემატური მომხსენებლის ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023
გვერდების რაოდენობა
85