ქალ მეწარმეთა გამოკითხვა საქართველოში
ანგარიშის მიზანი საქართველოში ქალ მეწარმეთა კვლევის მიგნებების შეჯამებაა. მონაცემების შეგროვება წარმოადგენს კვლევის „ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასება საქართველოში“ ნაწილს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ქალ მეწარმეთა გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა (საქსტატი) და ქალთა მეწარმეობის განვითარების საერთაშორისო კონსულტანტების ერთობლივი მუშაობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტიზებული კვლევის ინსტრუმენტებზე დაყრდნობით. გამოკითხვის შედეგად შეგროვებული მონაცემები გაანალიზებულია CRRC საქართველოს მიერ.
პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.