რეგულირების ზეგავლენის შეფასება - ILO-ს 156-ე კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების შესახებ

Image
Regulatory impact assessment of ILO C156 - workers with family responsibilities convention - cover

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-Armenia) სომხეთის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრი“ (HRRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, „რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ (RIA) მოამზადა. შეფასების მიზანია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის (1981) შესაძლო რატიფიკაციის პერსპექტივების შესწავლა და პოლიტიკის დიალოგის ორგანიზება სომხეთის რესპუბლიკაში.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება ითვალისწინებს პროდუქტიული დასაქმებისა და ღირსეული შრომის ხელშეწყობას საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე ყველა კაცისა და ქალისთვის, მათთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფის, მხარდამჭერი გარემოს შექმნის, ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების შეცვლის გზით. კვლევის ამოცანაა, პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებზე: რა პრობლემები უნდა გადაიჭრას კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ? პოლიტიკის რომელი მიზნები მიიღწევა გამოვლენილი ინტერვენციების მეშვეობით? ამ მიზნების მიღწევის რა სხვადასხვა გზა არსებობს და რა ღირებულება აქვთ მათ (მაგ. საბიუჯეტო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სოციალური საკითხები პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა მოდალობასთან დაკავშირებით)?

პუბლიკაცია პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მომზადდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
70
news
უახლესი ამბები