დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში: 2020-2021

Image
დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში: 2020-2021 ყდა

ქალები და კაცები ყოველდღიურად დაკავებულები არიან ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაო, საოჯახო საქმე, ზრუნვა, მოხალისეობრივი საქმიანობა, სწავლა, კულტურული და სპორტული აქტივობები, სოციალიზაცია, დასვენება, თავის მოვლა და ა.შ. დროის გამოყენების კვლევებით გროვდება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ სხვადასხვა აქტივობაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დრო და გენდერული განსხვავებები დროის გამოყენების თვალსაზრისით. დროის გამოყენების კვლევები ერთადერთი წყაროა მდგრადი განვითარების მიზნის 5.4.1. ინდიკატორის გასაანგარიშებლად.

დროის გამოყენების კვლევა საქართველოში პირველად 2020-2021 წლებში ჩატარდა. მოცემული სტატისტიკური ანგარში მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიასა და ძირითად მიგნებებს. მასში გაანალიზებულია დროის გამოყენების ის ძირითადი ინდიკატორები, როგორებიცაა აქტივობებზე დახარჯული საშუალო დრო და აქტივობებში ჩართული მოსახლეობის წილი (მონაწილეობის დონე) დასახლების ტიპისა და მოსახლეობის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. ანგარიშში მთავარი აქცენტი გენდერულ განსხვავებზე კეთდება.

დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში ჩაატარეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
336