ქალები საქართველოს სამსახურში

Image
ქალები საქართველოს სამსახურში ყდა

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას თავდაცვის ძალებში ქალების ჩართულობის გაზრდა, მათი მხარდაჭერა და კარიერული წინსვლა წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია 10 წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, უწყებაში გენდერულ მეინსტრიმინგზე აქტიურად მუშაობს. ეს თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის ძალებში ქალების წარმოჩენასა და მათი წვლილის აღიარებას გულისხმობს. წარმოდგენილი პუბლიკაციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ბროშურაში გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის სამსახურში.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
34