შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ბავშვები საქართველოში: მონაცემთა მიმოხილვა

Image
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ბავშვები საქართველოში: მონაცემთა მიმოხილვა

კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით. ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემებისა და ანალიზის საფუძველზე, გაკეთებულია დასკვნები საქართველოში შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გაცემულია რეკომენდაციები საქართველოში აღნიშნული პირების შესახებ მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით.

ნაშრომი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, გაეროს ერთობლივი პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ (UN Joint Programme “Transforming Social Protection for Persons with Disabilities in Georgia”) ფარგლებში, „ერთობლივი მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის“ (Joint SDG Fund) მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
81