პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

Image
პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ყდა

საქართველოში ქალთა თანასწორი პოლიტიკური უფლებები საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით, საკანონმდებლო დონეზეა დაცული. ამას გარდა, ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებითაა გაცხადებული პრიორიტეტი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა ჩართვა ქალთა უფლებებისა და, ზოგადად, ქვეყნის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან წვდომა ჯერ კიდევ მრავალ სტრუქტურულ და სისტემურ დაბრკოლებას აწყდება, რომელთაგან უმთავრესი ქალთა მიმართ ძალადობაა.

ანგარიშში წარმოდგენილია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მეთოდოლოგია, შედეგები და რეკომენდაციები. კვლევა პოლიტიკაში ჩართული ქალების გამოცდილებებს სწავლობდა, რათა გაეზომა მათი პოლიტიკაში ჩართულობის ხელშემწყობი ან/და ხელშემშლელი ფაქტორები, მათ შორის ძალადობისა და დახმარების ძიების გამოცდილებები და, ასევე, ძალადობის გავლენა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ლიდერობაზე.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
64