
საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება

საქართველოში გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მუდმივად დგას მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემები.
მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ძალისხმევის გასაძლიერებლად და მათ გამოწვევებთან გასამკლავებლად, 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოში (CRRC საქართველო) მეშვეობით „საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება“ განახორციელა, რომელშიც 112 დასახლების საჭიროებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციაა მოცემული.
წინამდებარე გამოცემა მომზადდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველო) მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით.