ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი

Image
ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი

ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს. დოკუმენტში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ინდიკატორებზე დაყრდნობითა და პეკინის სამოქმედო პლატფორმისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის გათვალისწინებითაა აღწერილი.

დოკუმენტი პეკინის სამოქმედო პლატფორმის 12 მნიშვნელოვან სფეროს მიმოიხილავს. ეს სფეროებია: ქალების გაძლიერების ინსტიტუციური მექანიზმები; ქალები და სიღარიბე; ქალების განათლება და სწავლება; ქალები და ჯანმრთელობა; ქალთა მიმართ ძალადობა; ქალები და შეიარაღებული კონფლიქტი/ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; ქალები და ეკონომიკა; ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ქალები და მედია; ქალები სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში; გოგოების უფლებები. მეთორმეტე მიმართულება - ქალთა უფლებები - დანარჩენი 11 სფეროს კონტექსტშია წარმოდგენილი.

ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი თითოეულ თემატურ სფეროში არსებული პოლიტიკისა და უახლესი ხელმისაწვდომი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის საფუძველზეა შექმნილი. იგი სამართლებრივ და პოლიტიკურ სფეროებში არსებულ გენდერულ სხვაობებს ავლენს და საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის რეკომენდაციებს წარმოადგენს.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2021
გვერდების რაოდენობა
128
news
უახლესი ამბები