რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. იგი არსებულ პერსპექტივებს განიხილავს და ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციის (ნ. C183) რატიფიკაციასთან დაკავშირებით.
კონსულტაციების პროცესში გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა, რომლებიც RIA-ის გუნდმა დეტალურად შეისწავლა: (1) საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, მათ შორის განახლებული LLCG, არ უზრუნველყოფს დედასა და მის შვილს საკმარისი კომპენსაციით
დედობის ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში. დედობის შვებულების კომპენსაცია 1.5 ზრდასრულის ეკვივალენტი საარსებო მინიმუმის მხოლოდ 65%-ს შეადგენს, 6 თვის განმავლობაში. (2) დედობის შვებულების არათანაბარი გამოყენება დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფის მიერ. ეს სხვაობა განსაკუთრებით დიდია საჯარო და არასაჯარო მოხელე ქალებს შორის. არათანაბარია შვებულების გამოყენება ქალებსა და კაცებს შორისაც.
გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.