გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ მონაცემები საქართველოში: რეკომენდებული ინდიკატორები და ქმედებები
ემპირიული მონაცემების არარსებობა ხელს უშლის საქართველოს ქალთა და შშმ პირთა საჭიროებების მონიტორინგში და, ასევე, განვითარების პროცესის მათი გათვალისწინებით შეფასებაში. ეს კი ქვეყანას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ეფექტიანი დაგეგმვისა და მოქმედების შესაძლებლობასაც უზღუდავს.
წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოში გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ მონაცემები, არსებული და შესაძლო წყაროების მიმოხილვის ჩათვლით. ამ შეფასებაზე დაყრდნობით, მასში წარმოდგენილია გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების ინდიკატორთა ის რეკომენდებული მინიმალური ნაკრები, რომლის გამოყენებაც, ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობისა და შშმ პირთა ინკლუზიის სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგისთვის, მეორე მხრივ კი, სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოების მიერ პოლიტიკისა და პროგრამის დაგეგმვისთვის, მონიტორინგისა და შეფასებისთვის შეიძლება. ინდიკატორების გარდა, დოკუმენტში მოცემულია ქმედებები საქართველოში გენდერისა და შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ ხარისხიან მონაცემებზე წვდომის გასაუმჯობესებლად.
დოკუმენტი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს ერთობლივი პროექტის „სოციალური დაცვის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR), გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) პარტნიორობითა და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის გულუხვი მხარდაჭერით.