ქალთა გაძლიერების პრინციპები საქართველოში
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ნორვეგიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, 2017 -2020 წლებში განახორციელა პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ქალთა გაძლიერების პრინციპების ინსტრუმენტზე დაყრდნობით მიმდინარეობდა. შედეგად, ამ პრინციპებს 80 კომპანია შეუერთდა.
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების წარმატების ისტორიები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე მათ საქმიანობას ასახავს. ეს ისტორიები გვაჩვენებს, რომ კომპანიებმა, რომლებმაც გენდერული თანასწორობის ღირებულებები გაითავისეს, ინკლუზიობის ხარისხის ზრდას მიაღწიეს და დარწმუნდნენ, რომ თანასწორობა არა მხოლოდ სწორი მიდგომა და ღირებულება, არამედ ბიზნესისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.