ქალები საქართველოდან ტექნოლოგიებში

Image
ქალები საქართველოდან ტექნოლოგიებში. ფოტო: ქალები საქართველოდან

2019 წელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედიის მარკეტინგის უფასო სასწავლო პროგრამა და სტაჟირების კურსი შექმნა. პროგრამის მიზანს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების პროფესიული გადამზადება, რაც მათ ცოდნას ციფრულ მეცნიერებებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. ეს, თავის მხრივ, ქალებს ხელს შეუწყობდა თანამედროვე პროფესიებით დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 124 ქალი დარეგისტრირდა. ინტენსიური სწავლების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტაჟირების კურსი სხვადასხვა ორგანიზაციაში გაევლოთ. სტაჟირების პროგრამაში კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო სამსახურებიც ჩაერთნენ.

პლატფორმამ „ქალები საქართველოდან“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ,პროგრამაში ჩართული 8 ქალის წარმატების ისტორია მოამზადა.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
20