სოციალური დაცვის სისტემის შეფასება საქართველოში
COVID-19 გლობალური პანდემიის დასაწყისში ჩატარებული სოციალური დაცვის სისტემის შეფასება საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეროვნული სოციალური დაცვის მინიმალური ნორმების მნიშვნელობას, ადამიანთა დასაცავად სასიცოცხლო ციკლისა და უეცარი შოკით გამოწვეული სხვადასხვა საფრთხის შემთხვევაში. სოციალური დაცვის მინიმალური ნორმები (SPF) ხელს უწყობს ოთხ მნიშვნელოვან გარანტიას: i) აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის მშობიარობის შეღავათები; ii) ბავშვების შემოსავლის უსაფრთხოება საოჯახო და ბავშვთა დახმარების უზრუნველყოფით; iii) მინიმალური შემოსავლის უსაფრთხოება მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი შემოსავლის წყარო; და iv) პენსიების ხელმისაწვდომობა ხანდაზმულობისა და შეზღუდული შესაძლებლობების შემთხვევაში. SPF პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს აუცილებელ მატერიალურ სიკეთესა და მომსახურებებზე ეფექტიან წვდომას და განხორციელდეს მჭიდრო კოორდინაციით ისეთ მიდგომებთან, რომლებიც ხელს უწყობენ დასაქმების ზრდას, ამცირებენ არაფორმალურობასა და არასანდო დასაქმებას და ქმნიან ღირსეულ სამუშაო ადგილებს.
აღნიშნული ანგარიში გაეროს ქალთა ორგანიზაციაში მომზადდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.