COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში

Image
COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე არათანაბარ გავლენას ახდენს და მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას გამოკვეთს. პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა განსაკუთრებულად მძაფრად აისახა სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე, რომლებიც COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. „COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში“ წარმოადგენს სიღრმისეული თვისებრივი კვლევის შედეგებს იმ ზეგავლენის შესახებ, რომელსაც პანდემია სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალების ცხოვრებაზე ახდენს. კვლევა მიმოიხილავს გამოწვევებს, რომლებსაც ისინი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისას შეხვდნენ და მოიცავს რეკომენდაციებს სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალების საჭიროებების შესახებ, რომლებიც COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვისას შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

გამოცემა მომზადდა WeResearch-ის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, მისი პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
54
news
უახლესი ამბები