საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება

Image
საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება

ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და იზოლაციამ არათანაბარი გავლენა იქონია გოგოებსა და ქალებზე, განსაკუთრებით კი იმ გოგოებსა და ქალებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. სწრაფი გენდერული შეფასების ანგარიშში წარმოდგენილია სიღრმისეული კვლევის შედეგები და გაანალიზებულია პანდემიის გავლენა როგორც ზოგადად საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებსა და გოგოებზე. ქვეყნის წარმომადგენლობით მოსახლეობის გამოკითხვისა და თვისებრივი კვლევის შედეგების საფუძველზე შექმნილი წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს, საზოგადოებას მიაწვდინოს მარგინალიზებული ჯგუფების ხმები, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და პრაქტიკოსებს ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციები შესთავაზოს.

სწრაფი გენდერული შეფასება წარმოადგენს პანდემიის ზეგავლენის შეფასების ფართო ინიციატივის ნაწილს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტარდება. საქართველოში კვლევა განხორციელდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში“ მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

თემები: COVID-19 Gender statistics
პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
64