ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი
ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი წარმოადგენს ცნობარს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. დოკუმენტში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ინდიკატორებზე დაყრდობითა და პეკინის სამოქმედო პლატფორმისა და CEDAW-ს გათვალისწინებითაა აღწერილი.
დოკუმენტი განიხილავს პეკინის სამოქმედო პლატფორმის თორმეტივე მიმართულებას: ქალები და სიღარიბე; განათლება და ტრენინგები ქალებისთვის; ქალები და ჯანმრთელობა; ძალადობა ქალების წინააღმდეგ; ქალები და შეიარაღებული კონფლიქტი, ქალები ძალაუფლებაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალების ჩართულობა; ქალები და მედია; ქალები, სოფლის მეურნობა და გარემო და, საბოლოოდ, გოგოები. მე-11 და მე-12 მიმართულება - ინსტიტუციური მექანიზმები და ადამიანის უფლებები ქალებისთვის განხილულია როგორც გამჭოლი საკითხები. დოკუმენტი მიმოიხილავს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკას თითოეულ ჩამოთვლილ საკითხთან მიმართებაში.