ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში

Image
Women’s Economic Inactivity and Engagement in the Informal Sector in Georgia

ანგარიში ”ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში“ ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებსა და შედეგებს საქართველოში იკვლევს, რათა ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. კვლევის მეთოდოლოგია თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტს აერთიანებს. თვისებრივი მონაცემების შეგროვება ფოკუს ჯგუფებსა და ექსპერტებთან ინტერვიუებს მოიცავდა, რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება კი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გულისხმობდა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობისთვის წარმომადგენლობითია. სულ 1,438 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევა მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საწყისი ფაზის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC საქართველო), დოქტორმა ალექსის დაიმონდმა და დოქტორმა მარგარეტ ჯენკინსმა კვლევის დიზაინი და შედეგების ანალიზი შეასრულეს, CRRC საქართველომ კი მონაცემთა შეგროვება განახორციელა.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური, ქართული

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2018
გვერდების რაოდენობა
44