Image

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის N173 დადგენილებით დამტკიცდა.
წინამდებარე სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე.