ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017

Image
The National Study on Violence against Women in Georgia

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს. იგი საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა. ამას გარდა, პირველად საქართველოში კვლევამ მონაცემები ქვეყანაში სექსუალური შევიწროებისა და დევნის გავრცელების შესახებაც მოგვცა.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში ჩაატარა.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2018
გვერდების რაოდენობა
111